დმანისის მუნიციპალიტეტის გერბი
იერსახე
დეტალები | |
---|---|
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
დმანისის მუნიციპალიტეტის გერბი — დმანისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბის ფარის მეწამულ ველზე ოქროს ლეოპარდი, რომელსაც უპყრია ოქროს შუბი ვერცხლის ბაშელიერით; ბაშელიერზე ტართან ახლოს გამოსახულია მეწამული ჯვარი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭე.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „დმანისი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|